აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, სიმინდის მასივების მფლობელებს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მარტვილი-აბაშის მაჟორიტარ დეპუტატთან, ოთარ დანელიასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, კულტურის ცენტრის დარბაზში, სიმინდის მასივების მფლობელ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა შალამბერიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ზურაბ ლიპარტია.

„მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერის აქტიური ჩართულობა, აბაშის მუნიციპალიტეტს მავნებელთან ბრძოლის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, მოსახლეობა მუდმივად იღებს ინფორმაციას მექანიკური მეთოდების შესახებ, ჩვენც მზად ვართ თითოეულ ოჯახს გვერდით დავუდგეთ მექანიკური ღონისძიებების ჩატარებაში. სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციით, სპეციალისტების რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით შედეგი ეფექტური იქნება,“_განაცხადა შეხვედრაზე ლევან მაკალათიამ.

სამუშაო შეხვედრაზე, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია წარმოადგინა.

სახელმწიფო შეწამვლით ღონისძიებებს დიდ საყანე ფართობებზე ჩაატარებს, თუმცა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერის აქტიური ჩართულობაც.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმიმართა. ფერმერები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო სტრატეგია ყველა სტანდარტის დაცვის მიხედვით არის შედგენილი, სადაც გათვალისიწინებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში ყველა ფერმერის ინტერესი, რაც მათივე თქმით, ხელს შეუწყობს მოსავლის რაოდენობას და ხარისხის უფრო გაუმჯობესებას.

Comments
Loading...