აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს უმასპინძლა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია კოლეგებს მერიის საკონფერენციო დარბაზში შეხვდა, სადაც ხელი მოეწერა შეთანხმებას, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებული პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესასყიდი სამუშაოებისა და ამ სამუშაოების საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ერთობლივი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა კვიტაშვილი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი, ნიკოლოზ კირთაძე.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წელს სოფლის მხარდამჭერი პროგრამა ამოქმედდება. მოსახლეობის ჩართულობის, სოფლის პრიორიტეტების განსაზღვრისა და შესაბამისი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ. შერჩევის პროცესი 2019 წლის 1 მარტამდე დასრულდება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.

Comments
Loading...