აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში დატბორვის საწინააღმდეგო რეაბილიტირებული დამბა და გადასასვლელები დაათვალიერა. ასევე, მერი გაეცნო ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, მდ. აბაშის ნაპირის გამაგრებით სამუშაოებს.

ზანათის, სეფიეთისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 520 434 ლარით დაფინანსდა. გასული წლის აგვისტოში, ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აღნიშნულ სოფლებს.

Comments
Loading...