- Advertisement -

აგვისტოს ომში დაღუპული 19 ჯარისკაცის ოჯახს აჭარის მთავრობა 3000-3000 ლარით დაეხმარება

2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა ომში დაღუპული 19 ჯარისკაცის ოჯახს 3000-3000 ლარით დაეხმარება. თანხას ასევე მიიღებს ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამი ვეტერანი ჯარისკაცი და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული სამი მეომრის ოჯახი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, ტრავმის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების” პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. მანამდე ფინანსური დახმარება აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცემოდა. თანხას სულ 25 ოჯახი მიიღებს, ჯამში 75 000 ლარი გაიცემა.

აჭარის რეგიონის პირველმა პირებკა დღეს ყვავილებით საზეიმოდ შეამკეს ომში დაღუპული გმირი ჯარისკაცების მემორიალი. გლოვის ნიშნად კი სახელმწიფო უწყებებზე დილიდან დაშვებულია დროშები.

Comments
Loading...