ალეკო ელისაშვილმა თელავში “სამოქალაქო მოძრაობის” რეგიონული ოფისი გახსნა

თბილისის, ბათუმის და ქუთაისის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა “სამოქალაქო მოძრაობის” პრეზენტაცია დღეს თელავში გაიმართა და მოძრაობის რეგიონული ოფისი გახსნა.

“გვინდა გარემო შევცვალოთ მთლიანად ქვეყანაში და თელავშიც. სირცხვილია,რომ ამ ტურისტულ ქალაქში არც მუდმივი წყალია და არც მუნიციპალური ტრანსპორტი.ჩვენ გვაქვს ისეთი ქვეყანა, როგორი მოქალაქეებიც ვართ , ჩვენ ვართ ძალიან პასიური მოქალაქეები. ჩვენი მოძრაობის მიზანია არ დაველოდოთ სხვებს და გავხადოთ ეს ქვეყანა უკეთესი” განაცხადა ელისაშვილმა.

მოძრაობის ლიდერმა სამომავლო მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრა და არ გამორიცხა სამოქალაქო მოძრაობის პარტიულ სუბიექტად გარდაქმნა.

ელისაშვილი “სამოქალაქო მოძრაობის” შემდეგი ოფისის გახსნას ზუგდიდში გეგმავს

Comments
Loading...