- Advertisement -

ამკერვალო კომპანია “იმერის” თანამშრომლებისთვის სამედიცინო აქცია გაიმართება

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მე-4 შერეული პოლიკლინიკის მხარდაჭერით მომდევნო სამედიცინო აქცია ამჯერად სამკერვალო კომპანია “იმერის” თანამშრომლებისთვის გაიმართა.

კომპანიის თანამშრომლებს რამდენიმე ტიპის გამოკვლევასთან ერთად ენდოკრინოლოგიური და ექოსკოპიური დიაგნოსტიკა ჩაუტარდათ.

“მინდა მადლობა გადავუხადო მე-4 შერეული პოლიკლინიკის ხელმძღვანელს და პერსონალს, რომლებმაც დღეს ჩვენი კომპანიის თანამშრომლებს გამოკვლევები ჩაუტარეს და სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს. აქცია ერთჯერადი ხასიათის არ იქნება და მსგავსი ტიპის ღონისძიებები პერიოდულად გაიმართება.”- აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს წევრმა, სამკერვალო კომპანია “იმერის” დირექტორმა მაია სიმონიძემ.

Comments
Loading...