ანაკლია-განმუხურში წელს 6 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული კაფე-რესტორნის სარეაბილიტაციო საუშაოები აქტიურად მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოებისთვის 2 129 650 ლარია გამოყოფილი. ასევე, განხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კერძოდ:

· რეაბილიტირდება ამფითეატრი;

· მოეწყობა ანაკლია-განმუხურის ბულვარში არსებული ველოსიპედის ბილიკები;

· მოეწყობა ანაკლია-განმუხურის ბულვარის ტერიტორიიდან, ზღვის სანაპირომდე ჩასასვლელი ბილიკები;

· სანაპირო ზოლზე მოეწყობა გასახდელები;

· ანაკლია-განმუხურის სანაპიროზოლზე სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ხე-მცენარეები დაირგო;

· რეაბილიტირდება საფეხმავლო ხიდი;

· ანაკლიის ბულვარში არსებული კალათბურთისა და ფეხბურთის მოედანი რეაბილიტირდება;

· რეაბილიტირდება განმუხურის ბულვარში არსებული ფეხბურთის მოედანი;

ანაკლია-განმუხურში წელს 6 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

Comments
Loading...