ანანურის ციხე-კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

►პროექტის ფარგლებში:
•დაიგება ასფალტის საფარი;
•ძველი სავაჭრო დახლების ნაცვლად თანამედროვე ჯიხურები განთავსდება;
•დამონტაჟდება გარე განათება;
•კეთილმოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა;
•მოეწყობა პარკირების სივრცე.
►პროექტის განხორციელებით მოუწესრიგებელი გარე ვაჭრობის მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრება და ანანური ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად იქცევა;
►პროექტის ღირებულება 673 945 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით.

Comments
Loading...