- Advertisement -

ანთაძე: ოკუპირებულ გალში, შეხვედრაზე რუსულმა მხარემ ყველა მოთხოვნაზე დუმილით გვიპასუხა

ოკუპირებულ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 55-ე ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართული მხარეს ინიციატივით განხილული იქნა ყველა ის საკითხი, რომელიც ბოლო პერიოდში განვითარებულა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ახალმა მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ენგურის ხიდზე, გალში ჩანიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ განხილვის მთავარი თემა გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის საქმე იყო, რომელზეც რუსულმა მხარემ დუმილით უპასუხა.

Comments
Loading...