- Advertisement -

ანი წითლიძე: ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ცესკო-ს თავმჯდომარის შვილის ნათლიაა

ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე ზუგდიდის 67- ე საოლქო საარჩევნო კომისიაში არსებულ ნეპოტიზმსა და დამოუკიდებელი წევრების პოლიტიკურ კუთვნილებაზე საუბრობს. ანი წითლიძემ ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ცესკო- ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შვილის ნათლიაა.

მან ასევე დაასახელა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ნანა ოყუჯავა, ნანა შენგელია, ნანა გოგინავა, ლელა ლაშხია და ხათუნა დავიანტი. წითლიძის თქმით ეს ადამიანები არ არიან დამოუკიდებელი წევრები, ზოგიერთი ქართული ოცნების აქტივისტია, ზოგი კი თანამდებობის პირების ნათესავი.

ენმ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე ითხოვს კომისიის ამ წევრების გადაყენებას. 

Comments
Loading...