აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ერთი წლის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დღეს ზუგდიდში ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინა. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასთან ერთად ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმყოფებოდნენ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები.

შეხვედრის მონაწილეებს არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს პრეზენტაცია თავად ვახტანგ ყოლბაიამ წარუდგინა. მან ისაუბრა ჯანდაცვის, განათლების და კულტურის პროგრამებზე, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. ისაუბრა გალში მცხოვრები ქართველების პრობლემებზე, მათ შორის გადაადგილების, ქართულ ენაზე განათლების მიღების ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობის საკითხებზე. ასევე იმ სირთულეებზე რაც ე.წ. პასპორტიზაციის პროცესმა და ბინადრობის მოწმობების გაცემამ შეუქმნა გალელებს.

Comments
Loading...