აქციონერები: ბათუმის სამშობიარო სახლის მიზანმიმართული გაკოტრება მიმდინარეობს

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე სამშობიარო სახლის მედიკოსები, რომლებიც პარალელურად ამავე კლინიკის აქციონერები არიან საავადმყოფოს ყოფილ დირექტორს მიზანმიმართულ გაკოტრებაში ადანაშაულებენ. ექიმებმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გამაცხადეს, რომ ორი თვის წინ სამშობიაროს 88 თანამშრომელმა ახლი დირექტორი აირჩია, თუმცა მას ამ დრომდე მუშაობის საშუალება არ ეძლევა. მიზეზი ყოფილი დირექტორის სასამართლოში შეტანილი სარჩელია:

“ჯუმბერ უნგიაძე არჩევნებს ლეგიტიმურად არ აღიარებს. კლინიკას ამ დრომდე მისი მინდობილი პირი მართავს. მათ სასამართლოსაც მიმართეს. ჩვენ მარტო ექიმები არ ვართ, ვართ პარტნიორები. ხდება კლინიკის გაკოტრება, სამშორიარო სახლის მუშაობის პროცესი ჩამოშალეს, ხელფასებიც იანვრიდან არ აგვიღია. პაციენტები გვეკითხებიან დაიხურეთო?!,-” განაცხადა ლია კვაჭაძემ.

მედპერსონალი ეკონიმიკის სამინისტროს და ფინანსთა პოლიციას საკითხით დაინტერესებას სთხოვს.

Comments
Loading...