აჭარაზე სტატიებს ესპანელი ჟურნალისტები ამზადებენ

აჭარაში უცხოელი ჟურნალისტების მოწვევა გრძელდება. ამჟამად, რეგიონში მოგზაურობის შესახებ სტატიებსა და რეპოსტაჟებს ესპანელი ჟურნალისტები ამზადებენ.  ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესაიშნაობების დათვალიერების შემდეგ ისინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და მთიან აჭარას ეწვევიან. 

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების შესახებ რეპორტაჟები, სტატიები და ბლოგები მეზობელი ქვეყნების გარდა ისრაელში, ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში გამოქვეყნდა.  აჭარას ვრცელი სტატიები მიუძღვნა ისეთმა ცნობილმა გამოცემებმა, როგორებიცაა Vogue, „კოსმოპოლიტანი“, „ფორბსი“, Emerging Europeსაერთაშორისო ტელეკომპანია „ევრონიუსი“-მა კი ბათუმზე  საინტერესო რეპორტაჟი მოამზადა. 

ჯამში, მიმდინარე წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში 400-მდე უცხოელმა ჟურნალისტმა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა იმოგზაურა. მიმდინარე კვირას, რეგიონს ჟურნალისტები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ქუვეთიდანაც ეწვევიან. მედია-ინფოტურები რეგიონში წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

Comments
Loading...