- Advertisement -

აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ტრადიციულად ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა გაიმართა.

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა მიიღო და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. წლიდან წლამდე მატულობს იმ შესაძლებლობების ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფო სთვაზობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. სამინისტროს ეგიდით არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული სივრცის შექმნას და რესურსოთახების მოწყობას. სასიხარულოა, რომ სამინისტრო ამ მიმართულებით 2020 წელს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.

ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ინკლუზიური სწავლების ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც 40 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე სწავლობს.

ინკლუზიური სწავლების ცენტრში მოქმედებს სახელოსნოები, სადაც მოსწავლეები მუშაობენ თიხაზე, ბატიკაზე, თექაზე, ქსოვენ გობელენს, ამზადებენ სუვენირებს და ხვეწენ სახვითი ხელოვნების უნარებს.

თეატრალური დასისა და სახელოსნოების არსებობამ შეუწყო ხელი მოსწავლეების პროფესიული უნარების გამოვლენას. ისინი დიდი ხალისით და მონდომებით ასრულებენ სახელოსნოებში მიმდინარე ყველა სამუშაოს. ..

Comments
Loading...