- Advertisement -

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბრიტანელ ექსპერტს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ქ. თბილისში ბრიტანელ ექსპერტთან შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრებში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, ასევე, კულტურის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტები სალომე მურვანიძე და ნათია ბლაგიძე მონაწილეობდნენ.

საკონსულტაციო შეხვედრები მიზნად ისახავდა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ბრიტანული შშმ ხელოვნების ფესტივალების შესახებ და რეკომენდაციების შემუშავებას შშმ პირების სახელოვნებო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების, მათი სახელოვნებო სფეროში ჩართულობის და სახელოვნებო სივრცეების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველსაყოფად.

ტიმ უილერი არის ხელოვნების დამოუკიდებელი კონსულტანტი, პედაგოგი, თეატრალური კომპანიის Mind the Gap თანადამფუძნებელი და ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელია. თავისი ოცდაათწლიანი გამოცდილების მანძილზე მან 18 გასტროლზე, 100-ზე მეტ სახელოვნებო პროექტსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე იმუშავა

Comments
Loading...