აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერას განაგრძობს

ამჟამად უკვე წარმატებულმა ახალგაზრდა ხელოვანმა 2004 წელს დაამთავრა ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებელის ფერწერის ფაკულტეტი და ჩაირიცხა აპოლონ ქუთათელაძეს სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ბაკალავრიატის საფეხურზე, ის ასევე გახლავთ აპოლონ ქუთათელაძეს სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაგისტრი.

დღესდღეობით გიორგი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებსა და სამხატვრო პროექტებში და წარმატებულად თანამშრომლობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან.

გიორგი ბოლქვაძე: „მე ვფიქრობ, რომ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტო ძალიან ეხმარება და მხარში უდგას ხელოვან ხალხს, აძლევს მათ საშუალებას გაიტანონ თავიანთი შემოქმედება ფართო ასპარეზზე და გააცნონ საკუთარი შესაძლებლობები საზოგადოებას. ყველა გამოფენა დაკავშირებულია ფინანსურ შესაძლებლობებთან, განსაკუთრებით როცა გამოფენა საერთაშორისოა და საზღვარგარეთ იმართება, მსგავს შემთხვევაში სამინისტროს მხარდაჭერა ყველანაირ დაბრკოლებას ხსნის ხელოვანთათვის. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტებით სამინისტრო მნიშვნელოვნად უდგას ხელოვან ხალხს გვერდით და აძლევს შემოქმედ ხალხს თავიანთი შემოქმედების ექსპოზიციის საშუალებას სხვადასხვა ქვეყნის საგამოფენო სივრცეებში“.

Comments
Loading...