აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამა სტუდენტებისთვის

ნათია ვერძაძე – „დღეს, როცა განათლება ასე ფასობს, აუცილებელია, რომ მონდომებულ, შრომისმოყვარე და მიზანდასახულ სტუდენტებს მეტად შეუწყოს ხელი სახელმწიფომ, ვინაიდან ძლიერი სახელმწიფო სწორედ ჯანსაღ და წარმატებულ ახალგაზრდა თაობაზე დგას.

ვსწავლობ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მიუხედავად მოპოვებული ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტისა ჩემს ფაკულტეტზე სწავლის საფასური მაინც სოლიდურ თანხას შეადგენდა. პირველი სემესტრის დასრულებისას, გავიგე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის შესახებ, დაუყოვნებლივ შევაგროვე საჭირო დოკუმენტები, მათ შორის პირველი სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულები. შედეგმა ძალიან გამახარა, რადგან მეც აღმოვჩნდი იმ წარმატებული სტუდენტების სიაში, რომლებსაც სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა მიეცათ.
ბუნებრივია უფრო დიდი ენთუზიაზმითა და მოტივაციით ვაგრძელებ სწავლასა და უნივერსიტეტს გარეთ სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობას. უნივერსიტეტის შიდა გრანტთან ერთად სწავლის საფასურისგან სრულიად გავთავისუფლდი. ამ ყველაფერმა დიდწილად შეუმსუბუქა ჩემს ოჯახს მდგომარეობა.
იმედი მაქვს, კიდევ ბევრი სტუდენტი გახდება ამ პროგრამის მონაწილე და მსგავსი პროგრამების არსებობით ფინანსური დაბრკოლებების გადალახვა მათ საშუალებას მისცემს მიიღონ ხარისხიანი განათლება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2012 წლიდან უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახორციელებეს „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამას. ამ ეტაპზე, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებს. განაცხადების მიღება გრძელდება

პროგრამის ფარგლებში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დაფინანსდა 446 სტუდენტი. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ჯიპა – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტი – ნათია ვერძაძე.

Comments
Loading...