აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შესყიდვების სფეროში მომუშავე პირთათვის ტრენინგი გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელებისათვის, შესყიდვების მიმართულებით თანამშრომლებისათვის და იურისტებისათვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე „კონკურენციის სამართლის საფუძვლები ადმინისტრაციული ორგანოებისთვის“.

ტრენინგი იმართება კონკურენციის სააგენტოს ინიციატივით და სსიპ – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით. პროექტს მხარს უჭერს და სრულად აფინანსებს გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობის საზოგადოება (GIZ).

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო, მონაწილეებს მიესალა და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს აღნიშნული აქტიობის მხარდაჭერისათვის.

შეხვედრის ფარგლებში განიხილება: სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კონკურენციის შემზღუდველი ქმედებები და სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ეკონომიკური აგენტების შეთანხმებული ქმედების გამოვლენის მექანიზმები.

მონაწილეებს გადაეცემათ ფინანსთა სამინისტროს, კონკურენციის სააგენტოსა და GIZ ერთობლივი სერტიფიკატები.

Comments
Loading...