აჭარის მთავრობასთან სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით აქცია გაიმათა

აჭარის მთავრობის სახლთან სოფელ სალიბაურის მცხოვრებლები არიან შეკრებილი. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. ადგილობრივების განმარტებით სოფელს ერთი თვეა საერთოდ არ მიეწოდება სასმელი წყალი. მოსახლეობამ, მათივე განმარტებით არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა წლებია აღნიშნული პრობლემა არ მოგვარებულა. აქციას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები შეუერთდნენ. ისინი თორნიკე რიჟვაძეს ხელვაჩაურის მერის საქმიანობის გაკონტროლებას სთხოვენ. ოპოზიცია ირწმუნება, რომ მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე კორუფციაშია გახვეული, რადგან წყლის პრობლემის მოგვარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარია დახარჯული, თუმცა უშედეგოდ.

მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია სოფელ სალიბაურში ორი დღის წინაც გამართა. მაშინ სოფლის რწმუნებულმა განმარტა, რომ წყლის მიწოდების პრობლემას ამინდი განაპირობებს და მოსახლეობას სასმელი წყალი, ეტაპობრივად გრაფიკით აღუდგება.

Comments
Loading...