- Advertisement -

აჭარის რეგიონში 341 მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცა

დღეს, აჭარაში მცხოვრებ 341 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადაეცა. ახალგაზრდებს საჩუქრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გადასცეს.

წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროგრამის “ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ.

პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება.

პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება.

Comments
Loading...