- Advertisement -

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრებები მიმდინარეობს. ღია კონკურსში მონაწილე რვა კანდიდატმა მაუწყებლის შესახებ მათი ხედვა უნდა წარმოადგინონ.

ამის შემდეგ მაუწყებლის 5 კაციანი მრჩეველთა საბჭო ხვალ დირექტორს ხმათა უმრავლესობით აირჩევს. ამ ეტაპზე ბორდი გიორგი კოხრეძის სამოქმედო გეგმას ისმენს. დღეს ბორდმა სულ 4 კანდიდატს უნდა მოუსმინოს, ხვალ კი დარჩენილი ოთხი კანდიდატის გასაუბრების შემდეგ საღამოს 19:00 საათზე მაუწყებლის დირექტორს ფარული კენჭისყრით აირჩევს.

Comments
Loading...