აჭარის ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაეშვება

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, 7 აგვისტოს, 23:00 საათიდან და 8 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში აჭარის ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაეშვება.

ომში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად აჭარაში რამდენიმე ღონისძიებაა ჩანიშნული. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხვალ, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სკვერში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალს ყვავილებით შეამკობს.

Comments
Loading...