- Advertisement -

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ოპოზიცია საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

რეზო ხარაზის განცხადებით გარდა იმისა, რომ დავით გაბაიძე კორუფციაშია ჩაფლული და გუნდის წევრების დანაშაულებრივ ბიზნესებზე არ ახდენს რეაგირებას, ასევე ბიუჯეტის ხარჯზე აქეიფებს მათ. გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა დღეს აღნიშნულის მაგალითად დაასახელა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსთან და მის მოადგილესთან ბათუმში გამართული ვახშამი, რომელიც ბიუჯეტს 500 ლარი დაუჯდა.

ხარაზის მიერ წარმოდგენილი საბჭოდან გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ირკვება, რომ დავით გაბაიძემ მიმდინარე წელს 4 ტონამდე საწვავი გახარჯა, 4000 ლარზე მეტი მნქანის ხარჯები გასწია, ბოლო 10 თვის განმავლობაში კი ხელფასის სახით 51 750 ლარი მიიღო.

რეზო ხარაზის შეფასებით სანაცვლოდ რეგიონისთვის საკანონმდებლო ორგანოს პიველ პირს მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია.

გაერთიანებულიოპოზიციის წევრი დავით გაბაიძეს მოუწოდებს, რომ ან არამიზნობრივი საბიუჯეტო ხარჯები შეწყვიტოს ან მანდატზე უარი განაცხადოს.

“პირველი პირი აჭარის რეგიონში თავისი უუნარობით ხელს უწყობს კორუფციას. დავით გაბაიძე ყოველდღიურად თვალს ხუჭავს ნეპოტიზმზე, დანაშაულებებზე და მას მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში აღებულ აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის სახით 51 750ლარი, ასევე 4 ტონა საწვავი დახარჯა. მანქანის რეონტის სახით კი დახარჯა 4637 ლარი. მაშინ როცა მას კოლოსალურად დიდი ოდენობის ხელფასები და სხვადასხვა სახის პრივილეგიები გააჩნია, ყველა ადამიანმა უნდა განსაჯოს უჭერს მხარს იმას რომ გაბაიძისთანა კორუფციის მფარველი ადამიანი დარჩეს ხელისუფლებაში თუ წავიდნენ ხელისუფლებიდან. მე მოუწოდებ დავით გაბაიძენ, გავიდეს ქუჩაში ან დადოს მანდატი და წავიდეს უნივერსიტეტში და ლექციები წაიკითხოს”,- განაცხადა რეზო ხარაზმა.

ოპოზიციის ბრალდებებს არ უპასუხეს აჭარის უნაღლეს საბჭოში. საკანონმდებლო ორგანოს პრესცენტრმა “აიპრესს” განუცხადა, რომ კომენტარის შემთხვევაში გამომცემლობას მოგვიანებით დაუკავშირდებიან.

Comments
Loading...