ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება

ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ , რწმუნებულის მოადგილესთან შოთა როსტიაშვილთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სოფელ ურაველში, სადაც აგარის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზის 4, 8 კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. სამუშაოები რეგიონული პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ მონასტრამდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, აქ პირველად ხორციელდება. პროექტის განხორციელების შემდეგ იგი ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. ტურისტების, მომლოცველებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის ხუროთმოძღვრულ ძეგლთან დაკავშირება კეთილმოწყობილი და კომფორტული გზით იქნება შესაძლებელი.

მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს ასევე, სოფელ ხეოთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, სადაც ამ დროისთვის გრუნტის მომზადება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგება გზის 2500 მეტრიან მონაკვეთზე და მოეწყობა სანიაღვრე არხი.

სოფლებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება, ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 6 მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

Comments
Loading...