- Advertisement -

“ბავშვები ტიროდნენ, კედელს თავს არტყამდნენ” – ზუგდიდში, ამსამბლ “თუთარჩელას” წევრები სამეცადინო დარბაზში არ შეუშვეს

ზუგდიდი კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიულ ამსამბლ “თუთარჩელას” 500-მდე ბავშვი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

როგორც ზუგდიდის შპს “კულტურისა და ხელოვნების სახლის” დირექტორი ნატო გელენავა აცხადებს, ბავშვები სამეცადინო დარბაზის გარეშე არიან დარჩენილები. მისივე თქმით, სამეცადინოდ მოსულ ბავშვებს კულტურის სახლის კარები დახურული დახვდათ.

“სამეცადინოთ მოსულ ბავშვებს დარბაზის კარები დაუხურეს და კარებისკენ მიუთითეს, რომ დაეტოვებინათ აქაურობა, ბავშვები ტიროდნენ, კედელს თავს არტყამდნენ, პასუხი არავინ არ გაგვცა. მიგვითითეს კარებისკენ. 15 ოქტომბრიდან ვიწყებდით მეცადინეობას. ძალიან უკანონოდ არის ყველაფერი გაკეთებული და დახმარებას ვითხოვთ”, – გელენავა.

კულტურის სახლში სადაც ანსამბლ “თუთარჩელას” ბავშვები მეცადინეობდნენ, ზუგდიდის მერიამ თეატრალურ დასს დაუთმო.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური აცხადებს, თეატრალურ დასს აუცილებლად სჭირდებოდა ფართი, რათა ღია ცის ქვეშ არ დარჩენილიყვნენ და რეპეტიციები განეახლებინათ.

მათივე ინფორმაციით, თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქისთვის თეატრი, რაც შეეხებათ ბავშვებს, მერია ალტერნატიულ ფართის მოძიებაზე უკვე ზრუნავს.

Comments
Loading...