- Advertisement -

ბათუმის ნაწილს 9 ნოემბერს 23:00-დან, 10 ნოემბრის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

წყალმომარაგების მილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 9 ნოემბერს 23:00 საათიდან, 10 ნოემბრის 06:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდებათ:

ლერმონტოვის, თაყაიშვილის, და გრიბოედოვის ქუჩებს – ჭავჭავაძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში
მამია კომახაძის და გ.ბრწყინვალეს ქუჩებს – ს. ხიმშიაშვილისა და ოძელაშვილის ქუჩების მონაკვეთში
პუშკინის და ბაგრატიონის ქუჩებს – ს. ხიმშიაშვილისა და შატავას ქუჩების მონაკვეთში
ჯავახიშილის ქუჩას – აბუსერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონკავეთში
სარაჯიშვილის ქუჩას, გრიბოედოვის, ჯავახიშვილის I და II შესახვევებს.

შპს „ბათუმის წყალმა“ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია დროულად SMS შეტყობინების სახით მიაწოდა. აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება გეგმიურ სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152

Comments
Loading...