ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობა დაიწყება

ხელშეკრულება კოპანია Wondernet Exspress Investment Group-სა და უმსხვილეს ამერიკულ კორპორაცია Trammo-ს შორის დღეს გაფორმდა.

ტერმინალის მშენებლობა პრეზენტაციის პარალელურად ქართული მარშის” წევრმა ვატო მებურიშვილმა გააპროტესტა. ერთკაციანი აქციის მთავარი მესიჯი ტურისტულ ქალქში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ტერმინალის მშენებლობის გაუქმებაა. მებურიშვილმა მოსალოდნელ რისკებზე ისაუბრა და ფართომაშტაბიანი აქციაც დაანონსა.

პროტესტს გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი. გიორგი ქობულიას თქმით, კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალის მოწყობა გარემოზე ზემოქმედების რისკებს არ ქმნის. რაც პროექტის ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოსთვისს მნიშვნელოვანია.

ტერმინის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია იგეგმება. პროექტის თანახმად ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღის ნავსადგურებში აზეირნბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება.

Comments
Loading...