ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორიაზე ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალს გახსნა

შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ტერიტორიაზე ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალს გახსნა.

საზღვაო ნავსადგურში ახალი მულტიმოდალური საკონტეინერო გადატვირთვის ტერმინალი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. გამარტივდა ტვირთების მოძრაობა და გაიზარდა როგორც საბორნე ხიდის, ასევე მთლიანად საკონტეინერო ტერმინალის გამტარიანობა; ნავსადგურის საავტომობილო მოძრაობისათვის დაბრკოლებების შექმნის თავიდან აცილებას ხელი შეუწყო საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროექტმა.ამით საკონტეინერო ტერმინალს საშუალება მიეცა გაეკეთებინა 280მ სიგრძის შიდა ბეტონის გზა ახალი შესასვლელით საკონტეინერო გადაზიდვებისათვის, რაც საშუალებას იძლევა განცალკევდეს საკონტეინერო და საბორნე-სახმელეთო გადაზიდვები და განიტვირთოს ნავსადგურის მთავარი შესასვლელი;

წარმატებით განხორციელდა ნავსადგურის აკვატორიასა და ფორვარტერში ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები, რის შედეგადაც გაიზრდება საოპერაციო შესაძლებლობებსი და უზრუნველყოფის მომსახურების კონკურენტუნარიანობა.
მოპირკეთდა 1ჰა დატვირთული კონტეინერების სასაწყობე ტერიტორია; მომზადდა პარკირების ადგილი საბორნე გადაზიდვებთან დაკავშირებული ტექნიკისათვის; დამატებით ტერიტორიაზე მოეწყო ცარიელი კონტეინერების შენახვისა და დასაწყობების ადგილი; ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება აჭარის მთავრობის განმარტებით საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობას 100%-ით ზრდის.

მულტიმედიური გადატვიღტვის ტერმინალი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულია, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გახსნა.

Comments
Loading...