ბათუმის საკრებულოსთან “ნაცმოძრაობის” დეპუტატს დაუპირისპირდნენ Videoipressბათუმი დამატების თარიღი 28 ნოემბერი, 2019 6 ბათუმის საკრებულოს შენობასთან მობილიზებულმა, “ქართული ოცნების” წევრის, დეპუტატ მუხრან ვახტანგაძის მხარდამჭერი სპორტსმენები და მერიის აიპების თანამშრომლები, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ლევან ანთაძეს დაუპირისპირდნენ. მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის განცხადებები, რომელიც ანთაძემ საკრებულოს სხდომების ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მმართველ გუნდში, ოპოზიციის ბოიკოტს დესტრუქციულ ქმედებად მიიჩნევენ. ბათუმის საკრებულოს სხდომა, ამ წუთებში მიმდინარეობს. ბათუმიდაპირისპირებასაკრებულო