ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა სხდომაზე მიღებული დაზიანების გამო საავადმყოფოს მიმართა

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა როინ ზოიძემ დაზიანება თავის არეში საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირების დროს მიიღო. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამოკვლევების ჩასატარებლად რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი კოლეგის ლევან ანთიძის განმარტებით პირველადი დაკვირვებით დეპუტატის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, დღეს ბათუმში საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმმა მმართველი გუნდი საჯარო ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულეს, რასაც “ქართული ოცნების” წევრების სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა და კამათი ფიზიკური დაუპირისპირებაში გადაიზარდა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

Comments
Loading...