ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა ტერენტი გრანელს ბოდიში მოუხადა

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა, სადაც ტერენტი გრანელის ძეგლის დადგმის საკითხი განიხილებოდა, დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.

“ზუსტად ვიცი ტერენტი გრანელის არცერთი ლექსი არ იცი” – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მირდატ ქათამაძემ ირაკლი პატარიძეს.

საკრებულოს სხდომათა დარბაზში გინებაც ისმოდა და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმის საკრებულოში დაპიისპირება ორჯერ მოხდა, პირველი დაპირისპირება ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ საჯარო ინფორმაციის არ გაცემის ბრალდებას მოჰყვა.

“პოეტიც არის და პროზაიკოსიც, მაგრამ მე მინდა ტერენტი გრანელს მოვუხადო ბოდიში და ზაოგადოებას მოვუხადო ბოდიში, რომ დღევანდელი საღამო არ გამოგვივიდა მშვიდი, მაგრამ ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი”, – განაცხადა ირაკლი პატარაძემ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 126-ე მუხლით დაიწყო.

Comments
Loading...