ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ქალ მაშველებზე გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის

ბათუმის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” გუშინ სოციალურ ქსელში ქალი მაშველების მისამართით გაკეთებული სექსისტური კომენტარის გამო ბოდიშს იხდის. ნოდარ დუმბაძემ “აპრესს” განუცხადა და რომ ეს უბრალო ხუმრობა იყო და ამით ქალი მაშველების შეურაწყოფა არ უცდია:

“ჩემი სატუსი ხუმრობა იყო, ოღონდ მართლა და არც კი მიფიქრია, რომ სექსისტური განცხადება ან კომენტარი გამეკეთებინა. რის გამოც ბოდიშს ვუხდი მაშველ გოგონებს,”- აცხადებს ნოდარ დუმბაძე.

ოპოზიციონერი დეპუტატისგან საჯარო ბოდიში არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის” პროგრამების ხელმძღვანელმა რომა დოლაბერიძემ მოითხოვა და დუმბაძე ქალი მაშველების მიმართ დისკრიმინაციული და სექსისტური განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულა.

Comments
Loading...