ბათუმის საკრებულოში 20-21 ივნისის მოვლენების განხილვას ხმაური მოჰყვა

საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება თბილისში პარლამენტთან 20-21 ივნისის ღამეს განვუთარებული მოვლენების განხილვას მოჰყვა.

“ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოსგან მოითხოვდა აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში განსახილველად დამდგარიყო, თუმცა დეპუტატთა უმრავლესობამ ოპოზიციის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, რასაც დარბაზში ხმაური და ურთიერთბრალდებები მოჰყვა:

“28 წლის შემდეგ ზუსტად იმავე ტრიბუნიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა მოხდა. ოკუპანტო ქვეყნის დუმის დეპუტატი მოთავსდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და რუსულ ენაზე მიმართა საზოგადოებას. ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისყორიაში ამაზე დიდი სამარცხვინო ფაქტო არ მომხდარა,”- განაცადა ქამადაძემ.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე მიიჩნევს, რომ ბათუმის საკრებულომ მომხდართან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, რაზეც ოპონენტებისგნა უარი მიიღო. მმართველმა გუნდმა საკრებულოს ოპოზიციას განუმარტა, რომ ამ საკითხის განხივლა მათი კომპეტენცია არ არის.

“დავინახეთ ჩვენს ქვეყანაზე უზადოდ შეყვარებული ახალგაზრდა. მათ გულწრფელად დაგმეს რუსი დეპუტატის საქციელი. როგორ აპროტესტებდნენ ქვეყნის ოკუპაციას, მაგრამ სამწუხაროდ პროცესებში ჩაერთო დეატრუქციული ძალები, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციური ძალები და მათი მოწოდებებით, ქმედებებით წაქეზებულო მომიტინგეთა ნაწილი სულ მცირე ორი საათის განმავლობაში ახლორციელებდნენ შტურმს ჩვენს სამართალდამცველებზე, დაშავდა რამდენიმე ათეული სამართალდამცავი, სამწუხაროდ დაშავდა რამდენიმე ათეული ახალგაზრდა, სამწუხაროდ რამდენიმემ თვალიც დაკარგა. მე ბოდიშს ვიზდი იმ საზოგადოების წინაშე”,- განაცხადა სხდიმაზე საკრებულოს თავმნდომარემ სულიკო თებიძემ.

საკრებულოს სხდომა ამ წუთებში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით მიმდინარეობს..

Comments
Loading...