- Advertisement -

ბათუმის საჯარო ბაღები აზიური ფაროსანას გამო 3 დღით მუშაობას წყვეტს

საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ბათუმში სასწავლო პროცესი ორშაბათიდან 3 დღით შეწყდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ნატალია ზოიძემ საბავშვო ბაღებში აზიური ფაროსანას გავრცელების გამო მიიღო.

მშობლების ინფორმირებისთვის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა განცხადება საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გააავრცელა.

"ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება აზიური ფაროსანას საბავშვო ბაღში აღმოჩენის შემდეგ ღებულობს პრევენციულ ზომებს და ბათუმის საბავშვო ბაღებში სამი სამუშაო დღით 16, 17, 18 ოქტომბერს წყვეტს სააღმზრდელო პროცესს. მწერის გასანადგურებლად შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტურის დაგეგმარების სამსახური სპეციალური ხსნარებით დაამუშავებს და შეწამლავს საბავშვო ბაღების ეზოებს. სამი დღით სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა აღსაზრდელების უსაფრთხოების გამო გადაწყდა." – წერს სოციალურ ქსელში ნატალია ზოიძე.

ბაღის შენობაში აზიური ფაროსანას გავრცელების გამო რამდენიმე დღის წინ სააღმზრდელო პროცესი პირველად ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში შეწყდა. საბავშვო ბაღები მუშაობას 19 ოქტომბრიდან გააგრძელებენ.

Comments
Loading...