- Advertisement -

ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტრაილერის მძღოლი გარდაიცვალა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაილერი გზიდან გადავარდა, გადაბრუნდა, მძღოლი კი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Comments
Loading...