- Advertisement -

ბათუმის №1 საჯარო სკოლაში სკოლის ისტორიის ამსახველი მუზეუმი გაიხსნა

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლაში სკოლის ისტორიის ამსახველი მუზეუმი გაიხსნა. სკოლის მუზეუმის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და მოადგილე თეონა ბერიძე ესწრებოდნენ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ღვაწლმოსილი პედაგოგები, სკოლის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები .ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლა 1881 წლის 12 მარტს ილია ჭავჭავაძისა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაიხსნა .

Comments
Loading...