ბათუმს 2019 წლიდან ახალი ელექტროავტობუსები მოემსახურება

ბათუმის მერიაში ელექტროავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით წინასატენდერო შეხვედრა გაიმართა.

მაღალი ინტერესი ხუთმა კომპანიამ გამოხატა.

ტენდერი ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ტენდერში მონაწილე კომპანიების კვალიფიკაციის დადგენა-დადასტურება მოხდება, ხოლო მომდევნო ეტაპზე, ფასის მიხედვით, განისაზღვრება საუკეთესო წინადადება.

პირველი ეტაპის შედეგები დეკემბრის თვეში გამოვლინდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტები და კონსულტანტები.

ტენდერი ტარდება EBRD-ის რეგულაციებისა და წესების თანახმად, მათი ექსპერტების მიერ შემუშავებული სპეციფიკაციის მიხედვით.

Comments
Loading...