ბათუმში, აშშ-ს ხომალდის ეკიპაჟის წევრებმა და გამწვანების სამსახურის წარმომადგენლებმა 50 ძირი ხე-მცენარე დარგეს

დღეს ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდის “USS Ross”-ს ეკიპაჟის წევრებისა და ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ წარმომადგენლებმა 50 ძირი ხე-მცენარე დარგეს. აქციაში სანაპირო დაცვის თანამშრომლებიც ჩაერთნენ. ერთობლივი გამწვანების აქცია მიზნად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს.
ბათუმის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი “USS Ross” 22 აპრილს შემოვიდა.

Comments
Loading...