- Advertisement -

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით სასამართლომ ბათუმის მერია დისკრიმინაციულ მოპყრობაში დაადანაშაულა

ბათუმის საქალაქო სასამრთლომ მუნიციპალიტეტის მერია მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში დაადანაშაულა. ორწლიანი სასქმართლო განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მუსლიმი თემის სარჩელი მოსამართლე ჯბერ ბეჟანიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მოსამართლის გადაწყვრტილებით უკანონო და დისკრიმინაციულია მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს.
თუმცა ბათუმის მერიისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის დავალდებულება არ დაკმაყოფილდა.

“ეს მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილებაა,” – აღნიშნა მოსამართლემ სასამართლო სხდომაზე. ჯუმბერ ბეჟანიძემ ასევე აღნიშნა, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა მხოლოდ ამ კონკრეტული აქტის გამოცემის დროს დაინახა და ეს არაა ზოგადად მუნიციპალიტეტის, ან სახელმწიფოს სისტემური დამოკიდებულება მუსლიმი თემის მიმართ.

მუსლიმ თემს მშენებლობის ნებართვის მისაღებად სამი სტადიის გავლა საჭირდევა, აღნიშნულის ნებართვას კი ბათუმის მერია გასცემს. სამართლომ მხარეებს დრო მისცა მათ შორის შეთანხმება შემდგარიყო, თუმცა ორწლიანი პროცესის მიუხედავად მოლაპარაკრბა ვერ შედგა.

ბათუმის მერიამ მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის მშენებობაზე უარი 2017 წლის მაისში უთხრა. მაშინ მერიამ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საცხოვრებელ ზონაში საკულტო ნაგებობის მშენებლობას ვერ დაუშვებდა, თუმცა ზონა, სადაც მუსლიმი თემი მეჩეთის აგებას ითხოვს, 7 ეკლესიაა და მერიას ამ მშენებლობებისთვის ხელი არ შეუშლია.

“უსაფუძვლო იქნება იმის მტკიცება, რომ მუნიციპალიტეტი თანაბრად ეპყრობა ორივე რელიგიის წარმომადგენლებს,” – აღნუშნა სასამართლო სხდონაზე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

მუსლიმი თემი წლებია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს. მორწმუნეებს სადღესასწაულო ლოცვების შესრულება ქუჩაში ღია ცის ქვეშ უხდება, რადგან ბათუმის “ორთა ჯამე” მლოცველებს ვერ იტევს..

Comments
Loading...