- Advertisement -

ბათუმში ევროპის დღეს აღნიშნავენ

“ევრო სოფელი” – ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით გასართობ- შემეცნებითი ღინისძიება ანბანის კოშკის მიმედბარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. “საინფორმაციო ცენტრი ნატიოსა და ევროკავშირის შესახებ” ორგანიზებით უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა მოეწყო. მონაწილეებმა საჭირო დოკუმენტები მიიღო და იმიტირებულ პასპორტში ბეჭდის ჩარტყმის შემდეგ სიმბოლურად გადალახეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვარი.

ღონიძიებას აჭარის მთავრობის წევრები და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დაესწრნენ.

“ევროპის დღე ეს არის ღონისძიება, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს ისტორიულ არჩევანს” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.

ევროპის დღეს საღამოს გალა კონცერტი დახურავს, რომელშიც მონაწილეობას ჯგუფი “ვაკის პარკი” და ნათია თოდუა მიიღებენ.

Comments
Loading...