ბათუმში კომპანია “სვეტის” მენაშენეები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან კომპანია “სვეტის” მენაშენეებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. სამასამდე ოჯახი ბათუმის მერიის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვით თამარის დასახლებაში “სვეტის”მიერ დაწყებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის დაუსრულებელი მშენებლობის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს:

“სამასამდე ოჯახი ვართ, მშენებლობისთვის შეტანილი გვაქვს თანხა, სახელმწიფომ რეესტრში დაგვარეგისტრირა, როგორც მესაკუთრეები, თუმცა მერე მშენებლობა უკანონოდ გამოცხადდა და აპირებენ დემონტაჟს. სასამართლოში მერიის ეს ბრძანება გავასაჩივრეთ, კომპანია “სვეტის” წარმომადგენლები უნებართვო მშენებლობის ბეალდებით პატიმრობაში იმყოფებიან, ჩვენ რა დავაშავეთ, აგვიხსნას ვინმემ”-ამბობს დაზარალებული ლალი კომახიძე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა წარმოებაში სარჩელს.

Comments
Loading...