- Advertisement -

ბათუმში მთავრობის სახლის პიკეტირებისას დაკავებულების პროცესი სამშაბათამდე გადაიდო

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის პიკეტირებისას დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი, 19 ნოემბრამდე გადაიდო, დაკავებულები კი, მოსამართლემ დარბაზიდან გაათვისუფლა. სასამართლო პროცესის გადადების შუამდგომლობით მოსამართლეს თავად დაკავებულებმა მიმართეს. ისინი საქმეში არსებული მასალების გაცნობისთვისა და ადვოკატთან კონსულტაციებისთვის დროს ითხოვენ.

მოსამართლემ, დაკავებულების მოთხოვნა დააკმაყოფილა და განმარტა, რომ მუხლი რომლითაც ისინი პოლიციამ დააკავა, 1000-დან 4 ათს ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.

Comments
Loading...