ბათუმში მილიონი ყვავილი დაირგვება

მილიონი ყვავილის დარგვაა დაგეგმილი ბათუმში.დარგვის სამუშაოებს ა(ა)იპ ‘’ბათუმის გამწვანებისა და ლანდსაფტური დაგეგმარების სამსახური“ ასრულებს.

დღეს ესტაკადის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზაგამყოფზე ყვავილების დარგვა დაიწყო.

ქალაქის სკვერებს, საყვავილე კლუმბებსა და წრიულებს ჯამში მილიონი 10-მდე სახეობის ერთწლოვანი ყვავილი შეემატება, რომელიც ახალსოფლის სანერგე სასათბურე მეურნეობაშია გამოყვანილი.

“გადავწყვიტეთ, რომ ყვავილების დარგვა ბათუმის შემოსასვლელიდან, ახალაშენებული ხიდიდან დაგვეწყო. ყვავილების დარგვა გაგრძელდება მთელ ქალაქში. ეს მილიონი ყვავილი, სხვადასხვა ლოკაციაზე გადანაწილდება. დღეიდან, ბათუმში ყოველთვის იქნება ყვავილი, ანუ 4 სეზონის მანძილზე – გაზაფხულზე, ზაფხულზე, შემოდგომასა და ზამთარშიც“- განაცხადა სამსახურის უფროსმა დავით დიასამიძემ.

Comments
Loading...