ბათუმში, ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის მოქალაქე მამაკაცი და საქართველოს მოქალაქე ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისროს ინფორმაციით სპეცოპერაციის შედეგად თურქეთის მოქალაქე მამაკაცი და საქართველოს მოქალაქე ქალი ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გასაღების ბრალდებით დააკავა. სპეცოპერაცია ანაბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

შემთხვევას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია აშუქებდა.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციია მიხედვით დაკავებულმა ქალმა მედიასაშუალებას განყცხადა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ აიყვანეს და წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

Comments
Loading...