ბათუმში, საერთაშორისო ფესტივალი “კერამიკის ალქიმია” გაიხსნა

არქეოლოგიურ მუზეუმში საერთაშორისო ფესტივალი ,,კერამიკის ალქიმია“ გაიხსნა. ფესტივალში წელს მონაწილეობას ღებულობს ქართველი, თურქი და ლატვიელი 12 კერამიკოსი და 10 სტუდენტი, რომელთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

ფესტივალის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი დაესწრო.
წელს, ფესტივალის ძირითადი ნაწილი საგანმანათლებლო მიმართულებას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის კერამიკულ სახელოსნოში საერთაშორისო დონის კერამიკოსები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებსა და თემატური ლექციებს ატარებენ.

საინტერესო იყო ფესტივალი კულტურული ტურიზმის მიმართულებით. ფესტივალს ფარგლებში ერას მოედანზე ეწყობოდა გამოფენა-გაყიდვები. ჩარხზე თიხის ამოყვანისა და ნაკეთობებზე მოხატვის სახალისო მასტერკლასები. პროფესიონალი კერამიკოსები ღია ცის ქვეშ აჩვენებდნენ კერამიკის გამოწვის ცეცხლოვან ალქიმიებს.

ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ფესტივალი საზეიმოდ 5 სექტემბერს დაიხურება.

Comments
Loading...