- Advertisement -

ბათუმში, საშაურმეში კუვეიტის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრა

შემთხვევა გვიან ღამით გორგილაძის ქუჩაზე ერთ-ერთ საშაურმეში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა ურთიერთ შელაპარაკება. რის შემდეგაც კუვეიტის მოქალაქემ 25 წლის ქართველი ბიჭი ცივი იარაღით დაჭრა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პოლიციამ დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, რომელიც გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი დაკავებისთვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

Comments
Loading...