- Advertisement -

ბათუმში უკრაინის საპატიო კონსული დაინიშნა

ბათუმში უკრაინის საპატიო კონსული დაინიშნა. როსტომ ნაკაშიძეს ხელმოწერის ცერემონიალზე უკრაინის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა უფლებამოსილების ეგზეკვატურა გადასცა. ბათუმში უკრაინის საკონსულო 2015 წელს გაუქმდა. დღეიდან უკრაინელ მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ თავიანთი პრობლემების მოსაგვარებლად თუ სხვა საჭიროებებისთვის მიმართონ კონსულს.

„უკრაინის ძალიან ბევრი მოქალაქე ცხოვრობს ბათუმში. ხალხს უჭირს საჭიროებებზე თბილისში ჩასვლა, ამიტომ დღეიდან ყველას, ვისაც ეს სჭირდება, შეუძლია მოგვმართოს ჩვენ“,-განაცხადა კონსულმა.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ეს არის ქვეყნებს შორის, როგორც პოლიტიკური ასევე კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი.

Comments
Loading...