- Advertisement -

ბათუმში, ქალს საკუთარ სახლში პირი აუკრეს – მოპარულია ძვირფასი ნივთები და თანხა

ბათუმში, თამარის დასახლებაში ქალს დაყაჩაღების მიზნით პირი აუკრეს, ძვირფასი ნივთები და თანხა კი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. მაუწყებელს ინფორმაცია დაზარალებულის მეზობელმა მიაწოდა. წყაროს ცნობით შემთხვევა დღისით მოხდა, ყაჩაღობის დროს კი დაზარალებული სახლში მარტო იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. უწყების ცნობით შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევას და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. უწყების ცნობით ფაქტზე დაკავებულია ორი პირი, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება..

Comments
Loading...