ბათუმში ქართული თეატრის დღე აღინიშნა

ბათუმში ქართული თეატრის დღე აღინიშნა. თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თეატრის თანამშრომლები, სცენის მიღმა მოღვაწე პროფესიონალები დააჯილდოვეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თეატრალურ საზოგადოებას პროფესიული დღე მიულოცა და მათ მადლობის სიგელები განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან და ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად გადასცა.

„ქართული თეატრის დღეს ვულოცავ თეატრალურ საზოგადოებას, თეატრალურ დასებს. დასაფასებელია თეატრში მოღვაწე თითოეული ადამიანის ღვაწლი. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს და ცდილობს გააკეთოს მაქსიმუმი, რათა ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში თეატრალური ცხოვრება იყოს წარმატებული.წელს დასრულდა ბათუმის დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს, რაც დარწმუნებული ვარ ახალ სიცოცხლეს მისცემს თეატრალურ ცხოვრებას ჩვენს ქალაქში.“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

Comments
Loading...