ბათუმში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა – დაშავებული მძიმე მდგოარეობაშია

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეს ქუჩაზე გადასვლის დროს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავარიის შედეგად ავტომობილს საქარე მინა ჩაემსხვრა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ “მედცენტრში” გადაიყვანა. მედიკოსების ცნობით დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Comments
Loading...